ხე–ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები ქვემო ქართლში

ყვლაზე მეტი სამართალდარღვევა კახეთში დაფიქსირდა

აგვისტოში ქვემო ქართლის მასშტაბით ხე–ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 13 ფაქტი გამოვლონდა. ამის შესახებ ინფორმაციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მერუნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობობის დეპარტამენტი ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში ქვეყანაში 243 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა, მათგან 22 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ყველაზე მეტი შემთხვევა კი კახეთში დაფიქსირდა.
ჯამში , ამოღებულია უკნონოდ მოპოვებული 581 მეტრკუბი ხე–ტყე. ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 49 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 8 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.