ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა , ქვემო ქართლის გუბერნატორი , შოთა რეხვიაშვილი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) წარმომადგენლებს შეხვდა , შეხვედრაზე ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების კუთხით არსებულ პრობლემებზე და მოსახლეობის საჭიროებებზე ისაუბრეს . როგორც შოთა რეხვიაშვილი tv 4 თან საუბრისას აღნიშნავს , რეგიონის მასშტაბით ისეთი პრობლემები , როგორიცაა სასმელი წყლის მიწოდება, წყალარინების ქსელებისა უკანონო დაერთების პრობლემები მწვავედ დგას .
შოთა რეხვიაშვილმა 2019-2021 წლებში დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა , რომელიც ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში წყლის მიწოდების ხარისხს გააუმჯობესებს .
მხარეები უახლეს მომავალში გაფართოებული შეხვედრას გეგმავენ , რომელსაც რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები დაესწრებიან .
მთავარი ყველა საზოგადოება ქვემო ქართლის გუბერნატორსა და„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა