ტესტები, რომელიც მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას ემატება

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის ტესტებს სატრანსპორტო საშუალების ეკო-მართვის 51 ტესტი დაემატა,რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, დაინტერესებულ პირებს აღნიშნული ტესტების ნახვა სამინისტროს ვებ-გვერდზე შეუძლიათ.

ამასთან, უწყების განმარტებით, ეკო-მართვის 51 ახალი საგამოცდო ტესტი ხელს შეუწყობს მომავალი მძღოლების ინფორმირებას და მათი ცნობიერების ამაღლებას ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

„მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის ტესტებს სატრანსპორტო საშუალების ეკო-მართვის 51 ტესტი დაემატა. აღნიშნული ცვლილება ძალაში 2018 წლის 30 სექტემბრიდან შევა.

ახალი ტესტები სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ევროპული სტანდარტების შესაბამისად მომზადდა”, – ნათქვამია განცხადებაში.