ასურეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

ასურეთში შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება .მუნიციპალური განვითარების ფონდი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებს იწყებს. პროექტის მიმდინარეობას ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. პროექტი XIX საუკუნეში, ასურეთში მცხოვრები გერმანელების მიერ აგებული ეკლესიის, სამი საცხოვრებელი სახლისა და სასაფლაოს პირვანდელი სახით აღდგენას ითვალისწინებს. შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია ორ ეტაპად გაიყო. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია,სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.მხარის პირველი პირის თქმით,ამ მიმართულებით განხორციელებული ყველა პროექტი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს რეგიონში არსებული ტურისტული პოტენციალის, კიდევ უფრო მეტად, განვითარებას.