აქცია “ნუ გააყალბებ” რუსთავის ქუჩებში

ნუ გააყალბებ ამ სახელწოდებით ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ახალგაზრდული მოძრაობა “ნუ გააყალბებ” წევრები არა სამართლიან არჩევნებს აპროტესტებენ და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს მოუწოდებენ არ გახდნენ გაყალბებული არჩევნების თანამონაწილე.ახალგაზრდა აქტივისტებმა საპროტესტო აქცია რუსთავი #20საოლქო საარჩევნო კომისიის ოფისთან დაიწყეს და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობით გააგრძელეს. მოძრაობის წევრები აქციებს მომავალშიც აანონსებენ.