ქალაქ ბოლნისში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურულ პროექტი მიმდინარეობს , აკაკი წერეთლისა და სიონის ქუჩების კვეთაზე სანიაღვრე სისტმების მშენებლობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება და ნომებრის ბოლომდე დასრულდება . სამუშაოების წარმოებაში ადგილობრივი მცხოვრებლები არიან ჩართულები .
მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით ხორციელდება .
,, ახალი სანიაღვრე ქსელის მშენებლობა ქალაქისთვის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა. მით უფრო მაშინ, როდესაც ქალაქის დასავლეთ ნაწილში საგზაო ინფრატრუქტურა გასამართია. ვფიქრობთ, საკითხების სიღრმისეული შესწავლა და შემდგომ პროექტების სწორად დაგეგმვა, მოგვცემს საშუალებას ქალაქში ათეული წლების მანძილზე არსებული პრობლემები ეფექტურად გადავჭრათ.
აქვე მინდა გაცნობოთ, რომ ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში კანალიზაციის პროექტი წლის ბოლომდე დაიწყება. საერთაშორისო ტენდერი უკვე დასრულდა და ამ ეტაპზე შემსულებელი კომპანიის შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას აქვს რამდენიმეწლიანი გეგმა, რომელიც ქალაქ ბოლნისში საბოლოოდ მოაგვარებს გზების საკითხს”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.