დაზიანებული საკანალიზაციო ქსელი XXI მიკრო რაიონში

რუსთავში ,XXI მიკრო რაიონის #8 საცხოვრებელ კორპუსთან უკვე რამდენიმე დღეა საკანალიზაციო ჭიდან წყალი ამოდის , როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბრისას ყვებიან საკანალიზაციო ქსელი დაზიანებულია , რის გამოც ჭები ხშირად იჭედება და წყალი კორპუსის ეზოში ამოდის  . როგორც „რუსთავის წყალში “ ქრონიკას  განუცხადეს დაზიანების შესახებ შეტყობინება ცხელ ხაზზე დღეს დილით  11 საათისთვის შევიდა ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან  „რუსთავის წყლის „წარმომადგენლები და ჭების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ .