დედაენის ბაღში დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. “გირჩის” დამფუძნებლის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ორსაათიანი მცდელობის შემდეგ მათ ტერიტორიაზე აპარატურის შემოტანა მოახერხეს.
ამ დრომდე „გირჩის“ წევრები იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციის განყოფილებაში რჩებიან. ისინი სამართალდამცველებმა , ჩხრეკის ჩასატარებლად გადაიყვანეს. “ჩვენ შევთავაზეთ, რომ ჩხრეკა აქვე ჩაეტარებინათ, თუმცა მაინც წაიყვანეს განყოფილებაში.
სავარაუდოდ, კიდევ მოვლენ და, ალბათ, ყველას ცალ-ცალკე წაგვიყვანენ. სანამ ეს მოხდება, მინდა იცოდეთ, რომ ფესტივალი ჩვეულებრივად ტარდება. ადამიანები შეიკრიბებიან 16:20 საათზე, როგორც ეს იყო დაგეგმილი, მათ შორის ის ხალხი, ვინც აპირებს, აქ სხვადასხვა რაღაცები გაყიდოს, იმხიარულოს, გაერთოს.
მიზანი არის ის, რომ ფესტივალი შედგეს ნებისმიერ შემთხვევაში. თუ მე დამაკავეს, ერთადერთი რაც შეიძლება შეიცვალოს, იქნება ის, რომ მე ვერ მოვახერხებ იმ დაუმორჩილებლობის აქტის ჩადენას. ზოგადად კი, კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი დღეს თბილისში უნდა ჩატარდეს. ამიტომ გელოდებით ყველას, ვინც აქ მოსვლას აპირებს, არაფრის არ შეგეშინდეთ, მოდით, არავინ თქვენ ხელს არ მოგკიდებთ. საბოლოო ჯამში, ეს მარაზმი ამ ქვეყანაში დამთავრდება და რაც უფრო მეტ ასეთ სიგიჟეს გააკეთებენ, მით უფრო მალე დამთავრდება ეს ყველაფერი“, -განაცხადა tv4_თან ჯაფარიძემ.









