ზაზა სარალიძის ბრალდების საქმეს ზედამხედველობას ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა გაუწევს

ზაზა სარალიძის ბრალდების საქმეს ზედამხედველობას ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა გაუწევს. საქართველოს პროკურატურა გადაწყვეტილებას იმით ხნის, რომ საზოგადოებასა და დაცვის მხარეს თბილისის პროკურატურის მიმართ კითხვები არ გაუჩნდეს.
მათივე ინფორმაციით, რადგან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეში თბილისის პროკურატურა ბრალდების მხარეს წარმოადგენს, ზაზა სარალიძის საქმე რუსთავის რაიონულ პროკურატურას გადაეცა.პოლიციელზე თავდასხმის გამო ზაზა სარალიძე 26 ოქტომბერს, რუსთაველზე დააკავეს. მას ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.ცნობილია, რომ საქართველოს პროკურატურა ზაზა სარალიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს. ამასთან პროკურატურამ ზაზა სარალიძეს ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლო პროცესამდე საპატიმრო ღონისძიება მოუხსნა.

უკვე ცნობილია,რომ ზაზა სარალიძის საქმეს რუსთავში, საქალაქო სასამართლო განიხილავს.