ინფრასტრუქტურული პროექტები რუსთავში

რუსთავში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება  , რომლის ფარგლებშიც გორის , იაღლუჯისა და ყაზბეგის ქუჩებზე საავტომობილი გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს .დღეს ყაზბეგის ქუჩის მეორე ჩიხში საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი დაეგო,  გარდა ამისა აღნიშნულ ქუჩებზე შეიცვალა სანიაღვრე სისტემები შიდა კომუნიკაციები და  მოპირკეთდა ტროტუარები . 
აღსანიშნავია , რომ ყაზბეგის ქუჩაზე  და ჩიხებში საავტომობილო  გზა ათეულობით  წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო , რის გამოც მოსახლეობა გადაადგილებას ვერ ახერხებდა და გზის მოპირკეთებას ითხოვდა . 
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მაგისტრალი“ ასრულებს , რომლებმაც გზის რეაბილიტაცია აპრილის თვეში დაწყო და ხელშეკრულების თანახმად ოქტომბრის ბოლოს დაასრულებს . 
ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 407 000 ლარია გამოყოფილი .