ინციდენტი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებსა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს შორის

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ ახალგაზრდებსა და რუსთავის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების ინფორმაციით, ახალგაზრდების ჯგუფი “ნუ გააყალბებ” კამპანიის ფარგლებში კოსტავას გამზირზე სტიკერებს აკრავდნენ, რა დროსაც მათთან უცნობი პირები მივიდნენ, რომლებმაც მათ თავი რუსთავის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებად წარუდგინეს და ახალგაზრდებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შემდეგ ახალგაზრდებმა პოლიციის მეორე განყოფილებასთან გადაინაცვლეს. ამ წუთებში პარტიის ერთ-ერთი მხარდამჭერი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. მათი ინფორმაციით, ისინი სამართალდამცველებს საჯარო სამსახურის თანამშრომლების მიერ სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდიან და გამოძიების დაწყებას ითხოვენ.