რუსთავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების ნაწილი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. როგორც კლინიკა რუსთავში TV4-ს განუცხადეს, ორი დაშავებული დედაქალაქის სავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ შორის რვა წლის გოგონა,რომელსაც მუცლის წინა ზედაპრიზე დაახლოებით 12 სანტიმეტრში ჭრილობა და მოტეხილობა მენჯის არეში აღენიშნებოდა. კიდევ ერთი დაშავებული გადაიყვანეს იაშვილის კლინიკაში,12 წლის ბიჭს ქუსლის ძვლის მოტეხილობა და ქუსლში უცხო სხეული აღენიშნებოდა.
რაც შეეხება, სხვა დაშავებულებს, ორ დაზარალებულს ამ დროისთვის ოპერაცია უტარდებათ. 30 წლამდე მამაკაცი მხრის მოტეხლობით და ღია ჭრილობით მხრის არეში საოპერაციოში იმყოფება. საოპერაციოშია კიდევ ერთი დაშავებული,დაახლოებით 12 წლის ბიჭს, მხრის არეში ჭრილობა და უცხო სხეული აღენიშნება. მორიგე ექიმის ინფორმაციით, კლინიკა „აზოტში“ ამ დრომდე გადაუდებელში რჩება ორი მცირეწლოვანი და ერთი ზრდასრული მამაკაცი. ექიმების ინფრომაციით მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ამ დრომდე ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში რჩება აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი. როგორც ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში tv4-ს განუცხადეს,მათი მდგომარეობა სტაბილურია