რუსთაველის ქუჩაზე ავარიას შუახნის ქალი ემსხვერპლა.შემთხვევა თელავში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი გზაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.