რუსთავის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში გაზმა გაჟონა

რუსთავის #25 საბავშვო ბაღში ბუნებრივმა აირმა გაჟონა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურია მობილიზებული. გაჟონვა სამზარეულოს ბლოკში მოხდა. ბაღის თანამშრომლების ინფორმაციით, თანამშრომლებმა სუნი იგრძნეს და შესაბამისი სამსახურები გამოიძახეს. შემთხვევის შედეგად სასწავლო სააღმზრდელო პროცესი არ ჩაშლილა.