რუსთავის მერიაში დასაქმების მსურველთათვის ტრენინგი ჩატარდა

რუსთავის მერიაში დასაქმების მსურველებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის ფარგლებში რუსთავის მერიის ეკონომიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, სამუშაოს მაძიებელ სამიზნე ჯგუფს, ყველა იმ უნარ-ჩვევის გამომუშავების გზებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც  მათ გასაუბრების პროცესში პოტენციურ დამსაქმებელთან  დაეხმარება.  შეხვედრის ფარგლებში ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს პოტენციურ დამსაქმებელთან თვითპრეზენტაციისა და შრომის ბაზარზე  სამსახურის მაძიებლებისთვის კონკურენტუნარიოანობის ამაღლების საკითხები. ტრენინგს უშუალოდ ესწრებოდნენ ის მოქალაქეები,რომლებმაც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დასაქმების თხოვნით მიმართეს. როგორც ეკონომიკის დეპარტამენტში tv4-ს განუცხადეს, სამიზნე ჯგუფთან მუშაობა ,მათი პოტენციურ დამსაქმებელთან დაკავშირების მიმართულებით, აქტიურად გაგრძელდება.