საგანგებო სიტუაციების მმართვის სააგენტოს ინფორმაციით რუსთავში აფეთქება – ავტოფარეხის დემონტაჟის დროს მოხდა. მათივე ინფორმაციით სავარაუდოდ აფეთქა ჟანგბადის ბალონი. სოციალური ქსელით ვრცელდება ინფორმაცია რომ ავტოფარეხის დემონტაჟს რუსთავის მერია ახორციელებდა.
TV4.GE დაუკავშირდა რუსთავის მერიას. მერიაში კატეგორიულად უარყოფენ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ რომ დემონტაჟის პროცესთან თვითმმართველობას შემხებლობა არ ჰქონია.