რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებული 8 წლის გოგონა კვლავ კლინიკაში რჩება

21 ოქტომბერს,აფეთქების შედეგად დაშავებული 8 წლის გოგონა კვლავ ბოკერიას სახელობის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. როგორც ტვ4-თან საუბარში საავადმყოფოს მენეჯერი ქეთი ბოკერია აღნიშნავს,ბავშვის მდგომარეობა არის სტაბილური,იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში ექიმების დაკვირვების ქვეშ. არის კონტაქტური,მაგრამ აქვს გადაადგილების პრობლემა.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს რუსთავში მე19 მიკრო რაიონში ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგადა დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ყველაზე რთული იყო აღნიშნული პაციენტის მდგომარეობა.
გოგონა ბოკერიას სახელობის კლინიკაში კლინიკა “რუსთავიდან”, რამდენიმე ოპერაციის ჩატარების შემდეგ გადაიყვანეს.