საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელ ხიდი“ არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელ ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.

კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქის ე.ა-ს კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 5,948,.77 ლარის ღირებულების არდეკლარირებული 510 ცალი, მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქე, სანქციის სახით, 5,948,.77 ლარით დაჯარიმდა.