შალვა ნათელაშვილი რუსთავში იმყოფებოდა

“ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს რუსთაველ ამომრჩეველს შეხვდა. შალვა ნათელაშვილმა ადგილობრივებს საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის პრიორიტეტები  და პროგრამა გააცნო და ამომრჩევლის პრობლემები მოისმინა. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ქართველმა ხალხმა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. პრეზიდენტობის კანდიდატმა დღეს რუსთაველებთან შეხვედრაზე ყურადღება ქალაქის, როგორც ეკონომიკური და ინდუსტრიული ცენტრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ნათელაშვილის თქმით,  მისი გამარჯვების შემთხვევაში რუსთავის საწარმოო პოტენციალი სრულად იქნება გამოყენებული და ქალაქი საწარმოო ზონის სტატუს დაიბრუნებს.