შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში

ქვემო ქართლის გუბერნატორი,შოთა რეხვიაშვილი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საქმიანობას გაეცნო .როგორც შეხვედრაზე ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ხელმძღვანელობამ ისაუბრა მათი მთავარი მიზანი მუნიციპალურ დონეზე კვალიფიციური კადრების შექმნა ,დაინტერესებული პირებისთვის სახელმწიფო ენის სწავლება და ეროვნული უმცირესობებით დაკომპლექტებულ მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ინტეგრაციაა. სამუშაო შეხვედრია ფარგლებში მხარეებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს ,კერძოდ სკოლის ადმინისტრაცია სამხარეო ადმინისტრაიის ხელშეწყობით ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მასშტაბით საჯარო მოხელეების გადამზადების კურსს გეგმავს .