ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

ხულოში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც ღორჯომის თემის რწმუნებულმა თემურ ირემაძემ განაცხადა, გარდაცვლილია 77 წლის შშმ მამაკაცი და 18 წლის გოგონა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ხანძრის დროს სახლში იმყოფებოდნენ.

ადგილზე მობილიზებულები არიან ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

თემურ ირემაძის ინფორმაციით, შესაბამისი კომისიის მიერ ზარალის შესწავლის შემდეგ დაზარალებულებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ.

შეგახსენებთ, რომ ხულოში, ხორჯომის თემის სოფელ ჭახაურაში ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულები არიან მაშველი მეხანძრეები და სამართალდამცველები.