ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი -2018

18 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში, თბილისის საკრებულოს ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აქტიური მხარდაჭერით, „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი 2018“-ის რეგიონული შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ფორუმი ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდა დელეგატთა პლატფორმის გაძლიერებას, ბიუჯეტის შეფასების კრიტერიუმების განხილვას და მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დაგეგმვის პროცესში მათი გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. აღნიშნული შეხვედრა ასევე, ხელს უწყობს საკრებულოს ახალგაზრდა დეპუტატებისა და საკრებულოს წევრების აქტიურ კომუნიკაციას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. ფორუმში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ნინო ქავთარაძე და რუსთავის საკრებულოს ახალგაზრდა დელეგატი, გიორგი ჭანტურია მონაწილეობდნენ. გიორგი ჭანტურია წარმოდგენილ 64 მუნიციპალიტეტს შორის, ბიუჯეტირების საუკეთესო პროექტისათვის, სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.