ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალზარდა ემსხვერპლა

კარალეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. გორი-კარალეთის მონაკვეთზე ერთმანეთს „ბე-ემ-ვეს“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა და „მინივენი“ შეეჯახა.
ავარიის შედეგად 30-წლამდე ასაკის ორი მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. სამი დაშავებული კი მრავლობითი დაზიანებებით სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.