ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა

ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას, გვირაბთან, ცენტრალურ გზაზე მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმენთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო რამდენიმე წუთით საგზაო მოძრაობა შეფერხებული იყო. თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა უკვე აღდგენილია.

დაშავებულები ბათუმისა და ქობულეთის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.

როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცნო დახმარების ცენტრში აცხადებენ, დაშავებულთა შორის ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას თავის არეში აქვს ტრავმა მიღებული.

როგორც საქართველოს შს სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მძიმედ ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.