ამომრჩეველს მარკირების პროცედურის გავლასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა

#37 უბნიდან ამომრჩეველმა #20 საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა. რასიმ ომაროვის განცხადებით, მას მარკირების პროცედურის გავლასთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემა და ის საკუთარ არჩევანს ვერ აფიქსირებს. tv4-თან საუბარში ომაროვი განმარტავს,რომ ის ამომრჩეველთა სიაში არის ,თუმცა უბანზე მას განუცხადეს რომ მარკირება უკვე გავლილი აქვს,რასაც მოქალაქე კატეგორიულად უარყოფს. ამ წუთებში მოქალაქე საჩივრის დაწერას აპირებს. 

როგორც tv4-ს საოლქოში განუცხადეს, საუბნო კომისიის 12 წევრი და ყველა პარტიის წარმომადგენელი ერთხმად ადასტურებს რომ ამ ამომრჩეველს აღენიშნებოდა მარკირება. კომისიის მიერ აქტი შედგენილია და მასში თვითმხილველების ხელმოწერებიც ფიქსირდება.