ამ დროისთვის რუსთავში საკუთარი პოზიცია 7387 ამომრჩეველმა დააფიქსირა

რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით ათი საათის მონაცემებით საკუთარი ხმის უფლება რუსთავის 87 უბანზე ჯამში 7387 ამომრჩეველმა გამოიყენა. ხმის მიცემის პროცედურიდან ორი საათის შემდეგ, რუსთავში რჩეულ საპრეზიდენტო კანდიდატს ხმა 7387 ამომრჩეველმა მისცა, რაც პროცენტულად 6.86-ია. 87 უბნიდან რუსთავში არსებულ 3 სპეც უბანზე საკუთარი არჩევანი 201-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.