„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სამცხე-ჯავახეთში ამომრჩეველთან შეხვედრაზე რელიგიურ განსხვავებულობაზე ისაუბრა.
„მე მეძახიან და ამბობენ, რომ კათოლიკი ვარ. არა ვარ კათოლიკე, ვარ მართმადიანი, მაგრამ ეს რატომღაც ჰგონიათ ლანძღვის სიტყვა. როცა ეს არის პირიქით, ყველას უნდა პატივს ვცემდეთ, მიუხედავად ყველას რელიგიისა. საქართველო იყო ამისთვის ცნობილი, საქართველო არის ტოლერანტობის ქვეყანა და მე ვიქნები ტოლერანტი საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.