„არის სრული მზაობა ერთიანობის“– ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, დავით კირკიტაძე პარლამენტის წევრის, მამუკა ჩიქოვანის გადაწყვეტილებას, რომელმაც „ევროპული საქართველო“ დატოვა.
„სრულიად ვიზიარებთ, მამუკა ჩიქოვანის განცხადების სულისკვეთებას, სწორი და დროული იყო, ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაკეთდა და დღესაც კიდევ ვიმეორებთ, რომ არის სრული მზაობა ერთიანობის, ერთიანად მოვიშოროთ ეს ჭირი, რომელიც 2012 წელს ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის სახით მოგვევლინა. ყველა საქართველოს პატრიოტის ამოცანა, უნდა იყოს ის, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი გამოვიყვანოთ ამ გაჭირვებიდან. არ უნდა გადავაყოლოთ რამდენიმე ლიდერის პირად ამბიციებს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ეს იყო სწორი და დროული გადაწყვეტილება.
კითხვაზე შეურთდება თუ არ ჩიქოვანი „გაერთიანებული ოპოზიციის“ რიგებს, დავით კირკიტაძე ასე პასუხობს.
ეს არის მამუკას გადაწყვეტილება და მომდევნო ნაბიჯები. მან პირადი მაგალითით აჩვენა რომ ყველა ლიდერს პარლამენტის წევრს, თუ პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს, რომ გვერდზე უნდა გადადონ პირადი ამბიციები ახლა არ არის დრო , იმის ,რომ თავი მოვიწონოთ, ეს პროცენტები მივიღე თუ ის პროცენტები, გარწმუნებთ უკიდურესი გაჭირვებაა და თქვენ თვითონ ხედავთ, რა დღეშია სახელმწიფო სტრუქტურები. რად გადააქციეს, ის რაც ასე წვალებით შევქმენით.
ქვეყანა არის გადასარჩენი და მივესალმებით მამუკა ჩიქოვანის ამ გადაწყვეტილებებს.