გუშინ რუსთავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი კვლავ რჩება კლინიკა რუსთავში. დაშავებულებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია, რომელსაც გუშინვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ექიმების თქმით, მას დაზიანებები მხრის არეში აქვს, ოპერაციის შედეგად ამოღებულ იქნა უცხო სხეულიც. რაც შეეხება, ორ ზრდასრულს, მათ შემთხვევაშიც ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. ამ დროისთვის სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. დაშავებულები საავადმყოფოს რამდენიმე დღეში დატოვებენ.