ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლების კითხვებს რამდენიმე დღეში უპასუხებს

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლების კითხვებს რამდენიმე დღეში უპასუხებს. ამის შესახებ თავად ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, პარტიის ცენტრალურ ოფისში განაცხადა.

ჟურნალისტებმა ივანიშვილს დაუსვეს არაერთი კითხვა, მათ შორის ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა ივანიშვილმა თქვა, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერს უპასუხებს.

„რამდენიმე დღეში დაგიბრუნდებით და მოგცემთ ინტერვიუს”, – მიმართა ჟურნალისტებს ივანიშვილმა.