ბოლნისის ცენტრალურ ქუჩაზე ტროტუარების განახლება მიმდინარეობს

ქალაქ ბოლნისის ცენტრალურ ქუჩაზე ტროტუარების განახლება მიმდინარეობს.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ძველი არსებული ფილების დემონტაჟი უკვე დაასრულა და ამჟამად ახალი ბაზალტის ფილების დაგებას ახორციელებს.
პროექტით გაწერილი სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.