„გარდაბნის თბოსადგურ 2“-ის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

გარდაბანში კომბინირებული ციკლის „თბოსადგურ2“-ის მშენებლობაზე დასაქმებულები საპროტესტო აქციას მართავენ. ამ დროისთვის ობიექტზე სამუშაოები შეფერხებულია, რადგან ადგილზე მხოლოდ ჩინეთის მოქალაქეები მუშაობენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათ არაადამაინურ პირობებში უწევთ მუშაობა არ აქვთ კონტრაქტები, დაზღვევა, ობიქტზე არ არის დასალევი წყალი. მათივე თქმით,  ტერიტორიაზე არც შესაბამისი ინფრასტრუქტურაა რათა ტანსაცმელი გამოიცვალონ. მუშები უსაფრთხოების ზომებზეც აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ ობიექტზე უსაფრთხოება არ არის დაცული. ენობრივი ბარიერის გამო კი დასაქმებულებთან კომუნიკაციას ვერ ახერხებენ. საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, საპროტესტო აქცია იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ამ წუთებში გარდაბნის თბოსადგურ2–ის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა კომპანიის მენეჯმენტთან მოლაპარაკებებიც გამართეს. როგორც მუშები tv4-თან საუბარში აცხადებენ, მათ კომპანიას საკუთარი მოთხოვნები გააცნეს და ამ წუთებში ისინი კომპანიისგან პასუხს ელოდებიან.