შსს- ს ყოფილი მაღალჩინოსანი გუბერნატორის პირველ მოადგილედ დაინიშნა

ქვემო ქართლის რწმუნებულს ახალი პირველი მოადგილე ჰყავს. როგორც ირკვევა შოთა რეხვიაშვილმა მოადგილედ ზვიად ჭუნაშვილი 2 ოქტომბერს დანიშნა. TV4-ი ვიცე გუბერნატორის ბიოგრაფიას გთავაზობთ:
ზვიად ჭუნაშვილი
დაბადების თარიღი: 04.05.1980
განათლება:
09.1997 – 06.2001 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა მრეწველობაში, მიკროეკონომიკა და მენეჯმენტი – ბაკალავრი.
სამუშაო გამოცდილება:
2018 წლის 2 ოქტომბრიდან დღემდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე.
02.2018 -10.2018 ლოჯისტიკის დეპარტამენტის მარაგების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო.
02.2017 – 01.2018 ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
02.2014 – 01.2017 ეკონომიკური საბჭოს აპარატის პირველი რანგის მრჩეველი, მთავრობის კანცელარია.
11.2012 – 01.2014 უბნის ოფიცერთა სამმართველოს ქვემო ქართლის სექტორის უფროსი, სსიპ შემოსავლების სამსახური.
10.2012 – 11.2012 უბნის ოფიცერთა სამმართველოს უფროსის მოადგილე, სსიპ შემოსავლების სამსახური.
08.2012 – 10.2012 მომსახურების დეპარტამებტის უბნის ოფიცერთა სამმართველოს ქვემო ქართლის სექტორის უფროსი, სსიპ შემოსავლების სამსახური.
03.2011 – 08.2012 ადმინისტრირების დეპარტამენტის იძულებითი ღონისძიებების სამმართველოს უფროსი, სსიპ შემოსავლების სამსახური.
12.2010 – 03.2011 აუდიტის დეპარტამენტი, კამერალური სამმართველოს უფროსის მოადგილე, სსიპ შემოსავლების სამსახური.
04.2010 -12.2010 რუსთავის რეგიონული ცენტრის კონტროლის სამმართველოს უფროსი, სსიპ შემოსავლების სამსახური.
10.2009 – 04.2010 რუსთავის რეგიონული ცენტრის იძულებითი სამმართველოს უფროსი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
06.2008 – 10.2009 ადმინისტრირების სამმართველოს უფროსის მოადგილე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
10.2007 – 06.2008 გამგებლის მოადგილე, გარდაბნის მუნიციპალიტეტი.
05.2007 – 10.2007 საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი.
10.2006 – 05.2007 მერის მოადგილე, ქალაქ რუსთავის ადგილობრივი თვითმართველობა-მერია.
10.2005 – 10.2006 შესყიდვების სამსახურის უფროსი, ქალაქ რუსთავის ადგილობრივი თვითმართველობა მერია.
01.2003 – 10.2005 ეკონომიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ქალაქ რუსთავის მერია.
01.2002 – 01.2003 ეკონომიკური სამსახურის სპეციალისტი, ქალაქ რუსთავის მერია.
ტრენინგები და სხვა მიღწევები:
05.2005-05.2005 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და მართვა.
06.2004-06.2004 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და მართვა.
ენები:
ქართული
ინგლისური
რუსული
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word
Microsoft Office Excel
Internet Explorer
Windows
Oracle
ოჯახური მდგომარეობა:
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
შეგახსენებთ გუბერნატორს კიდევ ორი მოადგილე ჰყავს კახა კობერიძე და ზაურ დარგალი.