დავით კირკიტაძემ მამუკა ჩიქოვანს გუნდში დაბრუნება მიულოცა (+ფოტო)

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. გრიგოლ ვაშაძე დღეს ამომრჩეველს რუსთავში ხვდება. რუსთავის თეატრში ამ წუთებში იმყოფებიან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები. მოსახლეობას დავით კირკიტაძემ უკვე მიმართა, რის შემდეგაც მან სცენაზე მამუკა ჩიქოვანი მოიხმო და მას გუნდში დაბრუნება მიულოცა.
პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს რუსთაველებს წინასაარჩევნო კამპანიას გააცნობს.
პრეზიდენტობის კანდიდატი რუსთავში მეუღლესთან, ნინო ანანიაშვილთან ერთად იმყოფება.