დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციებს ითხოვს–აქცია მაგისტრალზე

მათ დღეს საავტომობილო გზაც გადაკეტვაც სცადეს, თუმცა ამის საშუალება საპატრულო პოლიციამ არ მისცა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის მოსახლოება რუსთავი–თბილისის ავტომაგისტრალზე აქციას მართავს. აქციის მონაწილეები კომპენსაციებს ითხოვენ. დასახლება რამდენიმე თვის წინ ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა.

მათ დღეს საავტომობილო გზაც გადაკეტვაც სცადეს, თუმცა ამის საშუალება საპატრულო პოლიციამ არ მისცა.

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის ნაწილს საცხოვრებელი სახლები არ აქვს დარეგისტრირებული, რის გამოც კომპენსაციების გაცემის პროცესში პრობლემა შეიქმნა.
აქცია ამ წუთებშიც გრძელდება.