ინცინდენტი თოდრიას ქუჩაზე. ერთ-ერთ მაღაზიაში უცნობი პირები შეიჭრნენ, ერთმანეთს სიტყვეიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. მაღაზიაში დამტვრეულია დახლები, დაზიანებულია მაღაზიის ინფრასტუქტურა და გადმოყრილია პროდუქცია.
ადგილზე საპატრულო პოლიცია კონსულტანტმა გამოიძახა. მისივე ინფორმაციით, მამაკაცები სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებების ეკიპაჟიც.
ჩხუბის შედეგად დაზიანებები მიიღეს ინცინდენტში მონაწილე პირებმა. ამ დროისთვის მაღაზიაში ზარალის დათვლა მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო