დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი -შსს-ს ოფიციალური განცხადება

რუსთავში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. TV4.GE -განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის
ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონი
აფეთქდა. აფეთქების შედეგად, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის, 5
არასრულწლოვანი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ
საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან
სამართალდამცველები, მოხდა პერიმეტრის შემოსაზღვრა და მიმდინარეობს
საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს
240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს
წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.