დაშავებული რვა წლის გოგონა ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი

შემთხვევის შედეგად დაშავებული რვა წლის გოგო თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მას კლინიკა “რუსთავში” ქირურგიული ოპერაცია ოთხი საათის განმავლობაში უტარდებოდა. დაშავებულს დაზიანებები მუცლის ღრუსა და მენჯის არეში აღენიშნება, თუმცა ექიმების თქმით, გოგონას სასიცოცხლო ორგანოები დაზიანებული არ აქვს.

ექიმების თქმით, პაციენტი გადაყვანის მომენტში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კლინიკა რუსთავიდან დედაქალაქის კლინიკაში 12 წლის ბიჭიც გადაიყვანეს, რომელსაც დაზიანებები ფეხის არეში აქვს.
კლინიკა რუსთავში ამ დროისთვის 6 პაციენტი რჩება