ეგზიტპოლის შედეგები უკვე ცნობილია. გთავაზობთ, რამდენიმე პარტიის მიერ მომზადებული ეგზიტპოლის შდეგებს:
“ქართული ოცნების” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლებით სალომე ზურაბიშვილი 52%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა გრიგოლ ვაშაძე 28%-ით, მესამეზე კი 9%-ით დავით ბაქრაძე.
რაც შეეხება რუსთავი 2-ის და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთით “ედისონ რისერჩის მიერ” ჩატარებულ კვლევას, სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე თანაბარ პროცენტულ მაჩვენებელს ხმების 40 %-40% -ს, ხოლო დავით ბაქრაძე 10% ფლობს.
ასევე გამოქვეყნდა “ევროპული საქართველოს” ეგზიტპოლებიც რომლის შედეგებიც ასეთია: 37%-ით პირველ ადგილს გრიგოლ ვაშაძე, 34%-ით მეორე ადგილს სალომე ზურაბიშვილი, 17% კი მესამე ადგილს დავით ბაქრაძე იკავებს.