საკუთარი კონსტიტუციური უფლებით ისარგებლა პარლამენტის წევრმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ. ბეგაძე საარჩევნო უბანზე დღის 12:00 საათზე მივიდა. გიორგი ბეგაძის თქმით, მთელ ქვეყანაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და იმედოვნებს, რომ დღის ბოლომდე კენჭისყრის პროცესი დარღვევების გარეშე ჩაივლის. მისივე თქმით, მან არჩევანი ქვეყნის მშვიდობიან და განვითარებულ საქართველოს მისცა. რაც შეეხება კითხვას ელოდება თუ არა მეორე ტურს, ბეგაძე ფიქრობს, რომ არჩევნები დღეს დასრულდება.