თბილისში, მოსკოვის პროსპექტზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 12 წლის ბიჭს, რომელიც სავარაუდოდ სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, ზებრა გადასასვლელზე ტაქსი დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის საკმაოდ მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
ავტომობილის მძღოლი, პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზეა გადაყვანილი.