ზოგს არ ჰყოფნის ნებისყოფა ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის გუნდთან ბოლომდე მიიყვანოს–იმედაშვილი ჩიქოვანის მიერ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით

პარლამენტის წევრის, რუსთავის მერის ყოფილი მერის მამუკა ჩიქოვანის „ევროპული საქართველოდან“ წასვლის თაობაზე კომენტარს აკეთებენ „ევროპული საქართველოს“ რუსთავის რეგიონულ ორგანიზაციაში. პარტიის წევრმა ნინო იმედაშვილის თქმით, მან ჩიქოვანის გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ გუშინ შეიტყო.

„გულწრფელად გეუბნებით, მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მქონია, რომ მამუკა ჩიქოვანი აპირებდა პარტიის დატოვებას. „ევროპული საქართველოს“ რუსთავის ოფისი 18 საათიან რეჟიმში მუშაობს, იმისთვის, რომ დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილის გუნდი  და ამ მუშაობას სჭირდება დიდი შრომა, ნებისყოფა, გამძლეობა და დისციპლინა. სამწუხაროა, რომ ზოგს არ ჰყოფნის ამის ნებისყოფა, რომ ეს საქმე და ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის გუნდთან ბოლომდე მიიყვანოს.“–აცხადებს ნინო იმედაშვილი