“თბოსადგურ-2” ის მუშები საპროტესტო აქციას განაგრძობენ

გარდაბანი თბოსადგური 2-ის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები დილიდან მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. ჩინურ სამშენებლო კომპანიაში დასაქმებული ქართველი მუშები სამუშაოს ჩვეულ რეჟიმში არ დაუბრუნდნენ და ისინი კომპანიისგან პასუხს ამ წუთებში ელოდებიან. აქციის მონაწილეთა საინიციატივო ჯგუფთან ერთად კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებაზე იმყოფებიან ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ამ წუთებში მოლაპარაკებას ესწრებიან. შეგახსენებთ, გარდაბანი თბოსადგურ2-ის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა საპროტესტო აქცია შაბათს გამართეს,ისინი კომპანიისგან გაუმჯობესებულ სამუშაო პირობებს და ანაზღაურების გაზრდას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების თქმით,ისინი კომპანიისგან ტრანსპორტის გამოყოფასაც ითხოვენ,რადგან მათ უმრავლესობას სამსახურში სიარული მუნიციპალიტეტის სოფლებიდან უწევთ.