თეთრიწყაროში, სოფელ ჯორჯიაშვილში საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილში, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დასუფთავდა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ცნობით

„სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ღოუბანშიც, სადაც არალეგალური ნაგავსაყრელი განთავსებულია დასახლებულ პუნქტთან ახლოს. დასუფთავების სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება და მოიცავს მუნიციპალიტეტის დასახლებებს, სადაც განსაკუთრებით მწვავედ დგას არალეგალური ნაგავსაყრელებით გამოწვეული პრობლემა.

სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბაზისი“ შესყიდვის ღირებულება ხელშეკრულებით 15 999 ლარს შეადგენს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.