თორნიკე ოქრიაშვილმა ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპზე „კრასნოდარის“ მოგებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. საქართველოს ნაკრების ლიდერმა „სევილიასთან“ (2: 1) გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე ულამაზესი „მაკრატელათი“ გაიტანა.

„არ შემიძლია, ჩემი ემოციები სიტყვებით გადმოვცე. არ მჯეროდა, როდესაც ბურთი კარის ბადეში დავინახე. მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. 100% მზად ვარ, მწვრთნელი მენდო და მინდორზე შემიშვა და მადლობა ამისთვის“ – ამბობს ოქრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი მოედანზე ნახევარწლიანი ტრავმის შემდეგ, ზაფხულში დაბრუნდა.