იაღლუჯის მთაზე წითელი ჯვრის საზოგადოების ეგიდით სიმულაციური სწავლება ჩატარდა. სიმულაციური სწავლება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფებზე რეაგირების გუნდების სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის შესაბამისად ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეების მზადყოფნას და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესებას,ასევე ეროვნული საზოგადოებისა და შესაბამისი სტრუქტურების ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას. პროექტის მონაწილეებს მიწისძვრის დროს დაშავებულებისთვის პირველადი დახმარება უნდა აღმოეჩინათ და უსაფრთხო ტერიტორიაზე გაყვანის ოპერაცია ჩაეტარებინათ. სწავლებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები და თანამშრომლები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ავსტრიისა და დანიის წითელი ჯვრის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.