,,ინტერტრანსის” 3 სამარშუტო ხაზზე დღეს გადაადგილების პრობლემა შეიქმნება

გაცნობებთ, რომ დღეს 25 ოქტომბერს ე.წ ..ალდაგის” ,,96“-ის და მაღლივის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსებს შესაძლოა გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნათ და სამარშუტო ხაზების მოძრაობის გრაფიკი მცირედით დაირღვეს. მიზეზი თბილისის სპორტის სასახლეში დაგეგმილი საარჩევნო შეხვედრა, რამაც შესაძლოა კოსტავას გამზირზე და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საცობი გამოიწვიოს.