რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მსოფლიო ჩემპიონს მკლავჭიდში, გიორგი მელიქიშვილს შეხვდა. ქალაქის მერმა ახალგაზრდა სპორტსმენს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვება მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. გიორგი მელიქიშვილი ფინალში, უკრაინელ სპორტსმენს დიმიტრი შემჩუკს დაუპირისპირდა და ახალგაზრდებს შორის 85 კგ წონით კატეგორიაში, პირველი ადგილისა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული რუსთაველმა სპორტსმენმა მეოთხედ მოიპოვა