რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ლატვიის ქალაქ დაუგავპილისის მერს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, რუსთავსა და ლატვიის ქალაქ დაუგავპილისს შორის, დამეგობრების შესახებ განზრახულობის შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმების დოკუმენტს, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და დაუგავპილისიის მერმა რიჩარდ ეიგიმსმა მოაწერეს ხელი. დამეგობრების შესახებ განზრახულობის შეთანხმების ხელმოწერას, რუსთავის მერის მოადგილეები და დაუგავპილისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღეს ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, მხარეები, უფლებამოსილების ფარგლებში, ხელს შეუწყობენ თანამშრომლობის განვითარებას ბიზნესის, მეცნიერების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, სოციალური დაცვის, სპორტის, ახალგაზრდობის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის საკითხებში. უზრუნველყოფენ რეგულარული კონსულტაციების გამართვას, დელეგაციების გაცვლას, ექსპერტებისა და სპეციალისტების ვიზიტებს, გააანალიზებენ სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროექტების შემუშავებისა და განხორციელების შესაძლებლობებს, იმ ქალაქების საკეთილდღეოდ, რომელთაც თავად წარმოადგენენ. შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებისთვის, თითოეული მხარე განსაზღვრავს კოორდინატორს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შეთანხმების განოხრციელებაზე.