გასულ თვეში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში 44 კვების ობიექტზე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. მათგან 13 შემთხვევაში სააგენტოს თანამშრომლების მიერ საჯარიმო სანქცია იქნა გატარებული. ორ ბიზნესოპერატორს კი სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის სამმართველოს ინფორმაციით, ერთ–ერთ ობიექტში ამ დროისთვის ხარვეზი უკვე გამოსწორებულია და შესაბამისად კვების დაწესებულებამ მუშაობა უკვე აღადგინა. საერთო ჯამში სექტემბერში ლაბორატორიული კვლევისთვის 114 სურსათის ნიმუში იქნა აღებული. კვების ობიექტებში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის გატარება მომხმარებელთა ინტერესების დაცვას ითვალისწინებს.